ისრაელი თავს დაესხმება ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ შეტევას განახორციელებს, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
როგორც გალანტმა აღნიშნა, ნებისმიერ თავდასხმაზე ისრაელის პასუხი იქნება ძალიან ეფექტური და ძლიერი.
„მაგრამ ჩვენ გვეცოდინება, როგორ მოვიქცეთ ძალიან სწრაფად, გადამწყვეტი შეტევითი მოქმედებით იმ ტერიტორიის წინააღმდეგ, რომლიდანაც თავს დაესხმებიან ჩვენს ტერიტორიას, სადაც არ უნდა იყოს ის, მთელ ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ გვაქვს ამის უნარი. ისრაელის პასუხი იქნება ძალიან, ძალიან ეფექტური, ძალიან ძლიერი. ერთ-ერთი რამ, რითაც ჩვენ გამორჩეული ვართ წლების განმავლობაში, არის ის, რომ მტერმა არასოდეს იცის, რა სიურპრიზებს ვუმზადებთ მას“, - განაცხადა იოავ გალანტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press