Foto

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვმუშაობთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ყველა მიმართულებით, რომ მეტი საბრძოლო მასალა მივიღოთ

ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ყველა მიმართულებით, რომ მეტი საბრძოლო მასალა მივიღოთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ყოველდღიური მიმართვისას აღნიშნა, უკრაინის "თავდაცვის ინდუსტრიას" "საჭირო შედეგები" აქვს.

"სერიული წარმოება და რაკეტების ახალი მოდელები - დეტალები არ არის საჯარო, მაგრამ ჩვენს "თავდაცვის ინდუსტრიას“ აქვს საჭირო შედეგები. ახლა მთავარია, ჯარმა განახორციელოს ეს შედეგები. დღეს მთავარსარდალთანაც განვიხილეთ ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობა. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის ყველა მიმართულებით, რომ მეტი საბრძოლო მასალა მივიღოთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.