საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის რეინიცირებას ეხმაურება.
როგორც ელჩმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, გერმანია კანონპროექტით შეშფოთებულია.
"გერმანია გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის შესაბამისობაში იმ პრაქტიკასთან, რაც გვაქვს ევროკავშირში. ჩვენ გვსურს, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს, მაგრამ ამისთვის უნდა დაიცვას ჩვენი სტანდარტები. ეს იქნება განხილვის თემა პრემიერ-მინისტრ კობახიძესა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის",- განაცხადა პეტერ ფიშერმა.
შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი პარლამენტის ბიუროზე დაარეგისტრირდა.
რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, ირაკლი კობახიძე გერმანიაში დღეს, 11 აპრილს გაემგზავრა. მთავრობის მეთაური ხვალ, 12 აპრილს ქვვეყნის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press