მოსალოდნელია, რომ აშშ-მა მორიგ ჯერზე გამოიყენოს სანქციების ბერკეტი და დაასანქციროს დეპუტატები, რომლებიც ხმას მისცემენ "რუსულ კანონს" და ზიანს მიაყენებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოში, ევროინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერაა.
"მაშინ, როდესაც ერთხელ ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩავარდნილი "რუსული კანონის" რეინიცირება არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ივანიშვილის პარტიის წევრების მხრიდან, მოსალოდნელია, რომ აშშ-მა მორიგ ჯერზე გამოიყენოს სანქციების ბერკეტი. ახლა უკვე არა მოსამართლეების ან პროკურორის წინააღმდეგ, არამედ კონკრეტული დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ხმას მისცემენ "რუსულ კანონს" და ამით ზიანს მიაყენებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. იმიტომ, რომ აშშ-ის და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოში არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press