Foto

რუსეთმა ავსტრიელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საპასუხო ღონისძიების სახით, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ავსტრიის საელჩოს თანამშრომელი, რომელსაც 18 აპრილის დღის ბოლომდე, რუსეთის ტერიტორიის დატოვება ევალება. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ავსტრიის შესაბამისი „არამეგობრული ნაბიჯი კიდევ უფრო ამძიმებს ავსტრიული მხარის ინიციატივით კრიზისში შესულ ორმხრივ ურთიერთობას და სერიოზულ ზიანს აყენებს მას, რომელიც თავს ნეიტრალურ სახელმწიფოდ აცხადებს“.

„ამით ჩვენი საპასუხო ზომები არ მთავრდება“, - აცხადებს რუსული მხარე.

შეგახსენებთ, 13 მარტს, ავსტრიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა რუსეთის საელჩოს ორი დიპლომატი და მათ ქვეყნის ერთი კვირის განმავლობაში დატოვება უბრძანა.