ირანის მხრიდან საფრთხეების წინააღმდეგ აშშ ისრაელის გვერდით დადგება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა. აღნიშნულ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
სახდეპის ცნობით, ბლინკენმა და გალანტმა სატელეფონო საუბრისას, ასევე განიხილეს მძევლების გათავისუფლების საკითხი.
„ბლინკენი მიესალმა ისრაელის ბოლოდროინდელ განცხადებებს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლის ხელშესაწყობად და ჰუმანიტარული კონფლიქტისა და კოორდინაციის გასაუმჯობესებლად და გაიმეორა, რომ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა თავდასხმა „მსოფლიოს ცენტრალური სამზარეულოს“ თანამშრომლებზე, არასდროს არ უნდა განმეორდეს“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press