ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარზე მეტი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი "პოსტები" დაედოთ, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ, ხალხო და დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, "მმართველ პარტიას შეიძლება, ვიღაც უჭერდეს მხარს და ვიღაც არა, მაგრამ ამის მიუხედავად, მათი გაყოფა არ შეიძლება".
"ფეხბურთელებს ვთხოვ, ძალიან ახლოს ვიცნობ რამდენიმე მათგანს განსაკუთრებით - ბიჭებო, თქვენ მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. ახლა დასდევენ, აბულინგებენ. ამ ხალხმა ძალიან მოკლე პერიოდის შემდეგ უნდა ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე და უნდა იყვნენ შემართებით მთელი საქართველოს მხარდაჭერით, არ შეიძლება მათი გაყოფა. ვიღაცა შეიძლება არ გვიჭერდეს მხარს, ვიღაცა გვიჭერდეს, ვიღაცა მეგობარია ჩვენი.
ლევან კობიაშვილი, ჩვენი ოჯახის წევრი ყველანაირი გაგებით, არ კადრულობს და არ ეუბნება არც ერთ მათგანს, მხარი დამიჭირეთო, გაუჭირდებოდა? ეროვნული ნაკრებიდან მინიმუმ ნახევარზე მეტი რომ გამოსულიყო და მხარდამჭერი "პოსტები" დაედოთ, გაგვიჭირდებოდა? არ ვკადრულობთ, ხალხო და დაანებეთ ამ ფეხბურთელებს თავი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press