ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა ნატოს ლიდერებს მოუწოდა, რომ თავიანთი ჯარები პოტენციური კონფლიქტისთვის მოამზადონ. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
ფინეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ფარგლებს გარეთ რუსული აგრესიის შესახებ ბოლოდროინდელი საჯარო გაფრთხილებები გადახვევაა იმისგან, რაზეც ევროპის ქვეყნებმა რეალურად უნდა გაამახვილონ ყურადღება - დაუყოვნებლივ დაეხმარონ უკრაინას და მოამზადონ არმიები.
„ცოტა მაწუხებს საკმაოდ მეომრული საუბარი იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს, გამოსცადოს მე-5 მუხლი (ნატოს კოლექტიური თავდაცვის პუნქტი) და რომ ევროპა შემდეგია. ვფიქრობ, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ამისთვის, მაგრამ ეს ძალიან საეჭვოა. მოვუწოდებ ყველა ევროპულ სახელმწიფოს, უფრო მეტად დაემსგავსონ ფინელებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო იყვნენ მომზადებული. თქვენ უნდა მოემზადოთ უარესისთვის, რათა თავიდან აიცილოთ იგი“, - განაცხადა ალექსანდრ სტუბმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press