Foto

ნეთანიაჰუ - ისრაელი, ღაზას სექტორის გარდა, სხვა ფრონტებიდან გამოწვევებისთვის ემზადება

ისრაელი, ღაზის სექტორის გარდა, სხვა ფრონტებიდან გამოწვევებისთვის ემზადება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშა, ისრაელი ომის რთულ პერიოდში იმყოფება, რომელიც მთელი სიმძაფრით გრძელდება. 

„მარტივი პრინციპი დავამკვიდრეთ: ჩვენ დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც დაგვარტყამს. მზად ვართ, შევასრულოთ ისრაელის უსაფრთხოების წინაშე ჩვენი მოვალეობები თავდაცვისა და თავდასხმის კუთხით“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.