"საქართველოს ფოსტამ", კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მორიგი პროექტის განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს.
"საქართველოს ფოსტის" ცნობით, პროექტი გულისხმობს, საქართველოს მასშტაბით, მაღალმთიან რეგიონებში არსებულ ბაგა-ბაღებში, ბიბლიოთეკების მოწყობას, ლიტერატურის თემატურად შერჩევას, შეძენასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მიწოდებას.
„პროექტის ფარგლებში, 10 აპრილს, "საქართველოს ფოსტის" ინიციატივითა და ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით, აჭარის აღნიშნულ ლოკაციებზე მდებარე ბაგა-ბაღებში ბიბლიოთეკები მოეწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა, ლევან ჩიკვაიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა, ომარ ტაკიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, როლანდ ბერიძემ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ეტაპი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელდა“, - ნათქვამია "საქართველოს ფოსტის" ინფორმაციაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press