Foto

ოლაფ შოლცი - კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების კანონს - იმედი გვაქვს, რომ მას საქართველო არ მიიღებს

ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი ე.წ. კანონს აგენტების შესახებ - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, გერმანია იმედოვნებდა, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეჩერების შემდეგ, დღის წესრიგში აღარ დადგებოდა.

"ჩვენ ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირი ე.წ. კანონს აგენტების შესახებ და რაც ეს კანონპროექტი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ აღარ დადგებოდა კიდევ ერთხელ დღის წესრიგში. ახალი კანონპროექტი პრაქტიკულად არ შეცვლილა. ის თითქმის იგივეა, რაც შარშან და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას. ამიტომ, ჩვენ საუბარში კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი სამოქალაქო საზოაგოდების მიშვნელობას, ოპოზიციისა და მთავრობის თანამშრომლობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარებისთვის“,- განაცხადა შოლცმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიას გუშინ, 11 აპრილს ესტუმრა.