რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად, უკრაინამ კიდევ 99 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მსხვერპლთა იდენტიფიცირებას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები დაადგენენ, იდენტიფიკაციის შემდეგ კი სამხედროების ცხედრები დაკრძალვისთვის ოჯახებს გადაეცემათ.
"შესაძლებელი გახდა დონეცკის მიმართულებით მებრძოლი დამცველის 77 ცხედრის რეპატრიაცია, ზაპოროჟიას მიმართულებიდან 20 დაღუპული ჯარისკაცი და ხარკოვის მიმართულებით 2 დამცველის", - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press