უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ნიდერლანდები უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დამატებით მილიარდ ევროს გამოყოფს.
„სატელეფონო საუბარში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა დამატებით მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის და 400 მილიონი ევრო უკრაინის აღდგენის მიზნით. ეს არის უკრაინის მხარდაჭერის შესანიშნავი მაგალითი“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press