სულ მჯეროდა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს, - ამის შესახებ ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
თამთა კალანდაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლაზარეს შეყალების გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა.
"სულ მჯეროდა, ნოემბერში როდესაც ჩამოვედი, იმ დღიდან მჯერა, რომ ქალბატონი სალომე შეიწყალებდა ლაზარეს იმიტომ, რომ ისეთი არასამართლიანი იყო ეს მიდგომა, ყველას დასანახად ისჯებოდა, რომელიც დაიწყო მისი გაშავების პროპაგანდით.. გულით და სულით მჯეროდა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებდა .. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო სალომე ზურაბიშვილს, ყველა ჟურნალისტს, თითოეულ ადამიანს, რომელიც გვერდში გვედგა ამდენი ხნის განმავლობაში", - განაცხადა თამთა კალანდაძემ.
ცნობისთვის, დღეს, 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press