მადლობა სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის, - ასე ეხმაურება პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ე.წ. მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესაღებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
როგორც მელია აღნიშნავს, მნიშვნელოვანია სამართლის პოვნა სასამართლოში იყოს შესაძლებელი და ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა დასრულდეს.
"მადლობა სალომე ზურაბიშვილს, საკუთარი დისკრეციული უფლების სწორ დროს და სწორი მიზნით გამოყენებისათვის!
სამართალი ხშირად ურმით, მაგრამ მაინც მოდის; მნიშვნელოვანია სამართლის პოვნა სასამართლოში იყოს შესაძლებელი და ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრობა დასრულდეს", - წერს მელია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე".
ცნობისთვის, დღეს, 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press