ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.
კრამონმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.
"როგორც იქნა, კარგი ამბები საქართველოდან! მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის!", - წერს კრამონი სოციალურ ქსელ X-ზე (Twitter-ზე) წერს.
ცნობისთვის, დღეს, 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press