ისრაელი ღაზაში მოსახლეობის ჩაგვრისთვის საფასურს გადაიხდის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის პალესტინელ კოლეგასთან, მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
როგოც ერდოღანმა აღნიშნა, ყველა საშუალება უნდა იყოს მობილიზებული ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისთვის, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის განხორციელებისთვის, რომელიც შეიცავს ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მძევლების უპირობოდ გათავისუფლების შესახებ მოთხოვნებს.
„რაც არ უნდა იყოს, ჩვენ გავაგრძელებთ ღაზაზე ისრაელის ბარბაროსული თავდასხმების წინააღმდეგ დგომას და ისრაელი აუცილებლად გადაიხდის ამ ტირანიისთვის საფასურს“, - განაცხადა ერდოღანმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press