Foto

ტრამპი - განვიხილავთ უკრაინისთვის დახმარების სესხის სახით გადაცემას და არა საჩუქრად

განვიხილავთ უკრაინისთვის დახმარების სესხის სახით გადაცემას და არა საჩუქრად, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, მაიკ ჯონსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ევროპა უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული რუსეთ-უკრაინის ომში და გასცეს თანხები. 

„ახლა ჩვენ ვაგრძელებთ მილიარდობით დოლარის ღირებულების საჩუქრების გაცემას და ამ საკითხს ვიკვლევთ. თუმცა, ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ევროპა უფრო აქტიურად იყოს ჩართული და გასცეს თანხები. მათ უნდა მისცენ რაღაც შესაფერისი, თუ ეს ასე არ მოხდება, ძალიან სამწუხარო იქნება, რადგან ეს მათ უფრო მეტად ეხებათ, ვიდრე ჩვენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.