Foto

სირსკი - რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მოსკოვმა აღმოსავლეთ ფრონტზე შეტევა გააძლიერა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მოსკოვმა გააძლიერა შეტევა აღმოსავლეთ ფრონტზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.

როგორც სირსკი აცხადებს, ბოლო დღეებში მიწა გაშრა და ღია ტერიტორიების უმეტესობა მძიმე ტექნიკისთვის ხელმისაწვდომი გახდა, რაც რუსული თავდასხმის ჯგუფებს აძლევს შესაძლებლობას, ჯავშანტექნიკით შეუტიონ ლიმანის და ბახმუტის მიმართულებებს.

"ბოლო დღეებში მიწა გაშრა და ღია ტერიტორიების უმეტესობა მძიმე ტექნიკისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ეს კი საშუალებას აძლევს რუსული თავდასხმის ჯგუფებს, ჯავშანტექნიკით, აქტიურად შეუტიონ ლიმანის და ბახმუტის მიმართულებებს, ხოლო პოკროვსკში შეეცადონ გაარღვიონ თავდაცვა ათობით ტანკისა და ქვეითი საბრძოლო მანქანის გამოყენებით", - აღნიშნავს სირსკი.