Foto

სალომე ზურაბიშვილი - დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის, სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანოპროექტსა და ელჩებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.

პრეზიდენტი აღნიშნულათან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას ავრცელებს.

„დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წარადგება ევროპულ მიზანს! მეტი რა?”- წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანოპროექტის განხილვას იწყებს.

3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას, გუშინ, 14 აპრილს ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიის გამართვა შესთავაზა.