Foto

მათიკაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - გაწვევა არ არის საჭირო

არანაირი რუსული კანონი არ არსებობს,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტის გაწვევა „საჭირო არ არის".

„არანაირი რუსული კანონი არ არსებობს. არაფრის გაწვევა არ არის საჭირო. ეს არის ევროპული კანონმდებლობა, ეხება მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას და მეტს არაფერს",- ამბობს მათიკაშვილი.

ცნობისთვის, დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონმდებლები ამ წუთებში განიხლავენ. საკომიტეტო განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ' კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.