რუსული კანონის მიღება არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და გასაგებია, რატომაც ეშინიათ კამერების ყოფნა დარბაზში, თუმცა ჩვენ ყველანარიად ვეცდებით, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული კომიტეტის მიმდინარეობისას,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღება არ მოხდეს.
"სულ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელია და რაც შეეხება ჟურნალისტებს, როგორც იცით, არ დაუშვეს, რადგან ძალიან ეშინიათ. ბუნებრივია, ძალიან რთულია რუსული კანონის მიღება, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი და გასაგებია, რატომ ეშინიათ მათ შორის კამერების ყოფნა დარბაზში, თუმცა ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, რომ საზოგადოებამ კომიტეტის მიმდინარეობისას ინფორმირებული იყოს ყველაფერზე, რაც შიგნით ხდება და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს კანონი არ იქნას მიღებული, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საბოტაჟირება",- განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონმდებლები ამ წუთებში განიხლავენ. საკომიტეტო განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ეზღუდებათ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press