ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სოლომისიის“ ორგანიზებით, კამპანიის #მიყვარხარდედა ფარგლებში, წეროვანის ლტოლვილთა დასახლების სოციალურად დაუცველ 100-მდე ოჯახს თანადგომა გაეწია.
ბაზისბანკისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კონტრიბუციით, კამპანიის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი დედებისთვის, შვილებმა სპეციალურად შეარჩიეს და გადასცეს საინტერესო და მათთვის მნიშვნელოვანი საჩუქრები.
11 აპრილს კი, საქველმოქმედო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში, დედები მარჯანიშვილის თეატრში მიიწვიეს და სპეციალურად მათთვის გამართულ სპექტაკლ ,,მაკბეტს“ დაესწრნენ.
ბაზისბანკი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია სოლომისიასთან, რომელიც საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით უამრავ CSR პროექტს ახორციელებს და ემსახურება ბავშვთა უფლებების დაცვას, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის მედიაწიგნიერების განვითარებას, სოციალური კამპანიების მართვას, ცნობიერების ამაღლებას და სოციალური სფეროს მხარდაჭერას.
ბაზისბანკის და სოლომისიის პარტნიორობით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო მასშტაბური საქველმოქმედო აქტივობა განხორციელდება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press