საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტს ეხმაურება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და მხარდამჭერებს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
"მოვუწოდებ ყველა თაობის ჩემს მხარდამჭერებს, მონაწილეობა მიიღონ რუსული კანონის წინააღმდეგ დღეიდან დაწყებულ ყველა აქციაში და დაიცვან საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი!"- წერს სააკაშვილი "ფეიბუქის" გვერდზე.
შეგახსენებთ, დღეს, 15 აპრილის დილიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე "უცხოური გავლეის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქცია ასევე დაგეგმილია საკანონმდებლო ორგანოსთან 19:00 საათზეც.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press