საფრანგეთი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში გააკეთებს ყველაფერს, რათა თავიდან იქნას აცილებული ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაცია, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
როგორც მაკრონი აღნიშნავს, საჭიროა ისრაელის დარწმუნება, რომ ირანს ესკალაციით არ უპასუხოს და მოხდეს ირანის იზოლაცია.
„ჩვენ დავგმეთ, ჩავერიეთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ თავიდან ავირიდოთ სიტუაციის გამწვავება. ვცდილობთ, დავარწმუნოთ ისრაელი, რომ ჩვენ არ უნდა ვუპასუხოთ ესკალაციით, არამედ საჭიროა ირანის იზოლაცია, რეგიონის ქვეყნების დარწმუნება, რომ ირანი საფრთხეს წარმოადგენს, სანქციების გაზრდა, ზეწოლის გაზრდა ბირთვულ საქმიანობაზე და შემდეგ იპოვეთ გზა რეგიონში მშვიდობისკენ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press