Foto

ლაიენი - პუტინის მეგობრებს დეზინტეგრაციის პროცესით, ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურთ

თავს ნუ მოვიტყუებთ, პუტინის მეგობრებს დეზინტეგრაციის პროცესით, ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

როგორც ლაიენმა აღნიშნა, უკრაინაში ვლადიმერ პუტინის აგრესიული ომის პარალელურად, ევროკავშირში იზრდება მისი მემარცხენე და მემარჯვენე ექსტრემისტი პოლიტიკური „მეგობრების“ ანტიევროპული აქტივობები.

„ჩვენ ახლა ვუახლოვდებით დროს, როდესაც უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატია და ევროპა. უკრაინაზე თავდასხმამ აჩვენა, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბევრი არ აფასებდა და არასწორად აღიქვამდა პუტინს, მის დაგეგმილ ქმედებებს. თავს ნუ მოვიტყუებთ: „პუტინის მეგობრებს“ ევროკავშირის შიგნიდან განადგურება სურთ, დეზინტეგრაციის პროცესით. პუტინს სურს, თავის სასარგებლოდ გავლენა მოახდინოს ამ წელს დასავლეთის ყველა მომავალ გადაწყვეტილებაზე – ევროპარლამენტის არჩევნებზე ივნისში, გერმანიის არჩევნებზე ზაფხულის ბოლოს და აშშ-ის არჩევნებზე ნოემბერში“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.