პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კომიტეტმა გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონპროქტის განხილვა დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და მთელი დღის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საკომიტეტო მოსმენის პარალელურად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციაც იმართებოდა.
შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press