უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომაზე რუსეთის სამხედრო გეგმების შესახებ საგარეო და სამხედრო დაზვერვის ანგარიშებს გაეცნო.
როგორც ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა, ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები, რასაც უკრაინა უპასუხებს.
"გავეცანი ორ მნიშვნელოვან სადაზვერვო ანგარიშს - საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის ანგარიშებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით გაზაფხულსა და ზაფხულში. მზად უნდა ვიყოთ შესაძლო მტრული ქმედებებისთვის. აშკარაა, რომ კრემლში ისევ სიგიჟეა. ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები. ჩვენ ვუპასუხებთ“,- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press