საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია!- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტს.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და მჭიდრო კოორდინაციაა".
"ივანიშვილმა მკვეთრად გაზარდა პოლიციის რაოდენობა, უკეთესად დაატრენინგა და ხელახლა გამოუცხადა ომი ქართველ ხალხს. ასეთ პირობებში ერთადერთი გამოსავალი საპროტესტო აქციებზე ხალხის რაოდენობის გაზრდა და მჭიდრო კოორდინაციაა. მთავარია, არ დავიღალოთ და არ შეგვეშინდეს! საქართველოს ბედი წყდება და სახლში დარჩენა დანაშაულია!"- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ, 15 აპრილს პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საპროტესტო აქცია დღეს, 16 აპრილსაც განახლდა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press