ვერ ვნახეთ, ვერცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოსამართლეების დანაშაული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
კალაძის თქმით, "გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონის ფარგლებს სცდება".
"ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტებები. მიუხედავად იმისა, რომ მოვისმინეთ ეს განცხადებები, ვერ ვნახეთ ვერცერთი ფაქტი, ვერცერთი მტკიცებულება, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი აღნიშნულ მოსამართლეებს. შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რამე ქმედების განხორციელება, გინდ სამართლებრივად, გინდ ადამიანურად, ყველანაირი თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი და გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს“,- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა მოსამართლეების სანქცირების საკითხზე საუბრისას, საქართველოს მთავრობას მოუწოდა "იმგვარი ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც ხელს შეუწყობს კორუმპირებული ფიგურების ანგარიშვალდებულების საკითხს".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press