პარლამენტმა კონსტიტუციური კანონპროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.
ჰომოფობიური კანონპროექტის განხილვის "ქართული ოცნების" დეპუტატები მის მხარდამჭერებს შესთავაზებენ.
პარლამენტმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მეორე მუხლის შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა.
ჰომოფობიური კანონპროექტის განხილვის კომისიაში "ქართული ოცნების" დეპუტატები და მათთან ასოცირებული პირები შედიან.
კომისიის შემადგენლობაში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე ქურასბედიანი; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია; საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ წევრი შალვა კერესელიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის მოადგილე ნინო შავგულიძე. პარლამენტმა წარმოდგენილ საკითხს კენჭი უყარა და 77 ხმით მხარი დაუჭირა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press