Foto

ირანის პრეზიდენტი - ირანის ინტერესის წინააღმდეგ მცირე მოქმედებასაც კი მკაცრი პასუხი მოჰყვება

ირანის ინტერესის წინააღმდეგ მცირე მოქმედებასაც კი მკაცრი პასუხი მოჰყვება, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისმა განაცხადა.

როგორც ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, ისრაერლზე თავდასხმა ლეგიტიმური დაცვის უფლება იყო.

„როგორც ჩვენ უკვე ოფიციალურად განვაცხადეთ, ოპერაცია „ჭეშმარიტი დაპირება“ აგრესორის დასასჯელად წარმატებით განხორციელდა. ახლა ჩვენ მტკიცედ ვაცხადებთ, რომ ირანის ინტერესების წინააღმდეგ მცირე ქმედებას აუცილებლად მოჰყვება მკაცრი, ვრცელი და მტკივნეული პასუხი“, - განაცხადა რაისმა.