ყველა დაკავებული ნაცემია,- ამის შესახებ "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
ჯაფარიძის ინფორმაციით, სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს ჯგუფურად უსწორდებოდნენ.
"რა ინფორმაციაც ღამის განმავლობაში შევაგროვეთ - ყველა დაკავებული ნაცემია. "დაკავების დროს მოხვდა" არა, ნაცემი.
სცემდნენ ჯგუფურად და ეუბნებოდნენ "ტრ*კში გაგთხრით მაგ კანონს"-ო. 11:30-ზე პარლამენტის უკან",- წერს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან "ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და "გირჩი მეტი თავისუფლების" წარმომადგენელი გელა ხასაია.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press