საქართველოს გზა ევროპაშია,- ამის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრი, ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია აცხადებს.
კვარაცხელია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში მცირე განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს გზა ევროპაშია.
ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს",- წერს კვარაცხელია "ფეისბუქის" გვერდზე.
შეგახსნებეთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა.
8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს, 15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. გუშინ, 16 აპრილს საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვითაც, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვის გაგრძელებას და ორი ალტერნატიული კანონპროექტის ჩაგდებას მხარი 78-მა კანონმდებელმა დაუჭირა, 25 კი წინააღმდეგ წავიდა. დღეს, 17 აპრილს საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.
მას შემდეგ, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპარლამენტო განხილვები დაიწყო, 15 აპრილიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. "არა რუსულ კანონს!" - ამ ლოზუნგით მოქალაქეებმა პროტესტი 15 და 16 აპრილს გამართულ ფართომასშტაბიან აქციებზე გამოხატეს. პროტესტი იგეგმება დღესაც.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press