საქართველო არის თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა. ქართველების გადასაწყვეტია, რა კანონები ექნებათ მათ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და სხვა ლიდერებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული კანონი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას არ დაეხმარება.
„როგორც ევროკავშირი, ჩვენ პატივს ვცემთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებული იქნება საქართველოში. თუმცა, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და სხვა ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, მიღების შემთხვევაში ეს კანონი არ დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის კომენტარსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press