"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ წუხელ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესაებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებმა სცემეს.
როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ამის შემდეგ დიდუბის პოლიციასა და კლინიკაში იმყოფებოდა.
"გუშინ, კანცელარიასთან რამდენიმე პოლიციელმა დეპუტატების ორი დღის წინანდელი ცემა-ტყეპის ესტაფეტა გადაიბარა. შემდეგ რამდენიმე საათი ვიყავი დიდუბის პოლიციაში. მერე კლინიკაში და ახლა სახლში ვარ. კაი გულიანად ნაცემი ვარ, ერთი ნეკნი მოტეხილი მაქვს, ტუჩი ანჟელინა ჯოლის ჩინური ვერსიასავით მაქვს, სისხლჩაქცევებზე და ეგეთებზე ლაპარაკი არც ღირს, მაგრამ მხნედ ვარ, შემართებით! არა, რუსულ კანონს!!!"- წერს ელისაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press