სახალხო დამცველის აპარატი, პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის, ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი განცხადებას ავრცელებს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით.
"სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული ერთი მოქალაქე მოინახულა. დაკავებული აცხადებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა.
სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა მეორე ადმინისტრაციული წესით დაკავეაბული მოქალაქის ადგილსამყოფელი და უახლოეს საათებში მოინახულებს.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატი დღესვე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს",- აღნიშნულია აპარატის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ "ექსპრესნიუსმა", "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, მოახერხა ვიდეოკადრების გადაღება, თუ როგორ გაჰყავს ტერიტორიიდან პოლიციას "მოქალაქეების" ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press