კიშინეუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ყოყმანობს, რადგან ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, მოსკოვის მხრიდან გარკვეული ნეგატიური რეაქცია გამოიწვიოს, - ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხაი პოპშოიმ განაცხადა.
როგორც პოპშოი აღნიშნავს, მოლდოვის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები არსებობს.
„იმ ისტორიული ურთიერთობის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს და იქ ჩვენი მოქალაქეების ყოფნისა და სავაჭრო ურთიერთობების გათვალისწინებით, ამ პროცესში გარკვეული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ“, - განაცხადა მოლდოვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press