Foto

მელია - რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით

რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ ხანგრძლივ და რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით, - ამის შესახებ პარტია “ახალის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.

როგორც მელია აღნიშნავს, აქციაზე ხალხის სიმრავლით აღფრთოვანებულია ყველა “ვისაც უნდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვიყვანონ”.

“განსხვავებული ასაკისა და შეხედულების ადამიანი, იდგა როგორც ერთი, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე. აღფრთოვანებულები ვართ ყველა, ვისაც გვინდა ევროპა და სწუხს ყველა, ვისაც უნდა რუსეთში წაგვიყვანოს.

არადა ყველას, ვინც იქ ვიდექით, გვყავს მინიმუმ ერთი მეგობარი, ვისაც სურდა იქ დგომა, მაგრამ ვერ მოვიდა, უნდა დავდგეთ ყველა და ვიყოთ მეტნი იმ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ერთხმად ვიტყვით - არ მივიღებთ რუსულ კანონს, არ გავრუსდებით!

რუსებს ჰგონიათ, რომ თუ შეგვიყვანენ ხანგრძლივ და რამდენიმე ეტაპიან ბრძოლაში, დავიღლებით, დავიბნევით და დავიფანტებით - პირიქით!", - წერს მელია.