„ქართული ოცნების” რამდენიმე წევრმა, პარლამენტში რუსული კანონის განხილვის პარალელურად, საგადასახადო კოდექსში ცვლილებისთვის კანონპროექტი დააინიციირა.
კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ. 17 აპრილს მას პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი.
კანონპროექტის მიხედვით, გარდამავალ დებულებებს ემატება ახალი ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში (ე.წ. ოფშორი) რეგისტრირებულ აქტივები, საქართველოში რეგისტირებულ კომპანიაზე გადმოფორმების შემთხვევაში, გათავისუფლებული იყოს მოგების/საშემოსავლო და იმპორტის გადასახადისგან.
საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში:
ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნისთვის განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;
აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან. ამ ქვეპუნქტის გამოყენების წესს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე“, – აღნიშნულია ცვლილების პროექტში.
ამავე წინადადების მიხედვით, აღნიშნული ნაწილი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი);
მხოლოდ იმ აქტივის გადაცემის შემთხვევაში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია ამ ნაწილის ამოქმედების დღისთვის.
ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აქტივის მიმღები მხარისთვის აქტივის ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისთვის მისი ღირებულება ამ აქტივის გადაცემისმომენტისთვის.“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
ცვლილებების ავტორების აზრით, კანონპროექტის მიზანია, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესის წახალისება, ამ ოპერაციებზე დროებითი საგადასახადო შეღავათების დადგენის გზით.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, ბიძინა ივანიშვილის ოფშორულ ქონებას არ ეხება.
მისი თქმით, ამ კანონის მიზანი გამჭვირვალობაა. კვიჟინაძე ამტკიცებს, რომ შესაძლო სანქცირების შემთხვევაში ივანიშვილი ქონებას სანქციებისგან ამ გზით ვერ დაიცავს.
„ეს კანონი, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, გუშინდელი კანონი რომ არ ყოფილიყო, არც გაახსენდებოდათ. […] ბატონ ბიძინაზე მინდა ვთქვა: ჯერ ერთი, რომც გადმოიტანოს, რა? თქვენ არ იძახით, გაუმჭვირვალეა და რაღაცო? გამჭვირვალე გახდება. რა არის ცუდი? ბატონ ბიძინაზე ვერიდები ხოლმე საუბარს, მაგრამ თუ საქართველოში რამე კარგი გაკეთდა, ბატონი ბიძინას გაკეთებული არაა ყველაფერი? ერთი მთაწმინდის პარკია, მოგეწონება, ბატონი ბადრის [პატარკაციშვილი] გაკეთებული, ცხონებულის, დანარჩენი სუყველაფერი ბატონი ბიძინას გაკეთებული არ არის? ეკლესიები, თეატრებია თუ რაც უნდა იყოს და რა გადაიხადა საქართველოშიო. მეტი რა უნდა გადაიხადოს და კიდევ ვიმეორებ, რაც ყველაზე მეტი ტყუილია – უნდაო აქ გადმოიტანოს ყველაფერიო, ეშინია, არ დაასანქცირონო. ამაზე მეტ ტყუილს ვერ მოიფიქრებდით. თუ სანქცირება მოხდა ამერიკისგან თუ ევროპისგან, ვერაფერი ვერ უშველის, ვერაფერს გააკეთებ, იქნება დასანქცირებული ყველა ბანკში… ესაა პოლიტიკური, გუშინდელის გაგრძელება, რომ აწიონ თემა და იყოს ამ თემაზე გაჩერებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, არაა დაკავშირებული ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ რომც იყოს, რა? ცუდი რა არის? ოქრო იყიდაო – თუ სანქციები დაწესდა და რატომ უნდა დაწესდეს, არ ვიცი, კაცს ქველმოქმედების მეტი არაფერი გაუკეთებია, გამჭვირვალობას ვაკეთებთ ახლა და ყველაფერი და გამორიცხულია, რომ დაწესდეს, მაგრამ თეორიულად რომ დაუშვა, ვერც ოქროს გადაიტანს, ვერც გაყიდის, ვერც გამოყდის, იმნაირ აბსურდზე გადადიან, წარმოუდგენელი რაღაცაა… თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მთელი ხალხი თქვენს გვერდით დგას, თუ დარწმუნებული ხართ, რომ არჩევნებს მოიგებთ, მაშინ რა განერვიულებთ? მივიღებთ გუშინდელ კანონს თუ დღევანდელ კანონს, რომ მოხვალთ ოქტომბერში, გააუქმეთ. ერთი დღე უნდა დაჩქარებულად, მაქსიმუმ, ორი დღე. მაგრამ იცით, რომ არ არის მხარდაჭერა. არის რაღაც რაოდენობა, რომელსაც გულწრფელად სჯერა; რაღაც რაოდენობა ფულს იღებს, მაგრამ იმის გარდა არის 3.5 მილიონი ადამიანი. ზოგი 30 000-ს იძახის, ზოგი – 40 ათასს, არ მინდა, ამ თემაზე გადავიდე. აქ ვარ გაზრდილი [რუსთაველზე], სანამ ეს რაღაცები [პარლამენტის წინ გამწვანება] არ იყო, პარლამენტის ცოტა იქით, ცოტა – აქეთ რომ გაივსებოდა, ეს იყო 10 000 კაცი – სტანდარტი. ახლა გასაგებია [გამწვანების გათვალისწინებით], რა რაოდენობაც არის. ძალიან კარგი, გამოხატვის თავისუფლებაა, ღმერთმა ხელი მოუმართონ, გააკეთონ, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ნუ ამბობენ, რომ 50-70 ათასი იყოო [აქციაზე]“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
„ეს კანონი, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, გუშინდელი კანონი რომ არ ყოფილიყო, არც გაახსენდებოდათ. […]
ბატონ ბიძინაზე მინდა ვთქვა: ჯერ ერთი, რომც გადმოიტანოს, რა? თქვენ არ იძახით, გაუმჭვირვალეა და რაღაცო? გამჭვირვალე გახდება. რა არის ცუდი? ბატონ ბიძინაზე ვერიდები ხოლმე საუბარს, მაგრამ თუ საქართველოში რამე კარგი გაკეთდა, ბატონი ბიძინას გაკეთებული არაა ყველაფერი? ერთი მთაწმინდის პარკია, მოგეწონება, ბატონი ბადრის [პატარკაციშვილი] გაკეთებული, ცხონებულის, დანარჩენი სუყველაფერი ბატონი ბიძინას გაკეთებული არ არის? ეკლესიები, თეატრებია თუ რაც უნდა იყოს და რა გადაიხადა საქართველოშიო. მეტი რა უნდა გადაიხადოს და კიდევ ვიმეორებ, რაც ყველაზე მეტი ტყუილია – უნდაო აქ გადმოიტანოს ყველაფერიო, ეშინია, არ დაასანქცირონო. ამაზე მეტ ტყუილს ვერ მოიფიქრებდით.
თუ სანქცირება მოხდა ამერიკისგან თუ ევროპისგან, ვერაფერი ვერ უშველის, ვერაფერს გააკეთებ, იქნება დასანქცირებული ყველა ბანკში… ესაა პოლიტიკური, გუშინდელის გაგრძელება, რომ აწიონ თემა და იყოს ამ თემაზე გაჩერებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, არაა დაკავშირებული ეს ბატონ ბიძინასთან, მაგრამ რომც იყოს, რა? ცუდი რა არის?
ოქრო იყიდაო – თუ სანქციები დაწესდა და რატომ უნდა დაწესდეს, არ ვიცი, კაცს ქველმოქმედების მეტი არაფერი გაუკეთებია, გამჭვირვალობას ვაკეთებთ ახლა და ყველაფერი და გამორიცხულია, რომ დაწესდეს, მაგრამ თეორიულად რომ დაუშვა, ვერც ოქროს გადაიტანს, ვერც გაყიდის, ვერც გამოყდის, იმნაირ აბსურდზე გადადიან, წარმოუდგენელი რაღაცაა…
თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ მთელი ხალხი თქვენს გვერდით დგას, თუ დარწმუნებული ხართ, რომ არჩევნებს მოიგებთ, მაშინ რა განერვიულებთ? მივიღებთ გუშინდელ კანონს თუ დღევანდელ კანონს, რომ მოხვალთ ოქტომბერში, გააუქმეთ. ერთი დღე უნდა დაჩქარებულად, მაქსიმუმ, ორი დღე. მაგრამ იცით, რომ არ არის მხარდაჭერა. არის რაღაც რაოდენობა, რომელსაც გულწრფელად სჯერა; რაღაც რაოდენობა ფულს იღებს, მაგრამ იმის გარდა არის 3.5 მილიონი ადამიანი.
ზოგი 30 000-ს იძახის, ზოგი – 40 ათასს, არ მინდა, ამ თემაზე გადავიდე. აქ ვარ გაზრდილი [რუსთაველზე], სანამ ეს რაღაცები [პარლამენტის წინ გამწვანება] არ იყო, პარლამენტის ცოტა იქით, ცოტა – აქეთ რომ გაივსებოდა, ეს იყო 10 000 კაცი – სტანდარტი. ახლა გასაგებია [გამწვანების გათვალისწინებით], რა რაოდენობაც არის. ძალიან კარგი, გამოხატვის თავისუფლებაა, ღმერთმა ხელი მოუმართონ, გააკეთონ, ეს მათი უფლებაა, მაგრამ ნუ ამბობენ, რომ 50-70 ათასი იყოო [აქციაზე]“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press