საფრანგეთი, ისევე როგორც ევროკავშირი, შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 17 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებით, - ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი და ამ უკანასკნელის მიმართ ჩარევის ბრალდებები მიუღებელია.
„საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონცენტრირება მოახდინოს ყველა იმ ღონისძიების დაუყოვნებლივ განხორციელებაზე, რომლებიც აუცილებელია საქართველოს ევროპული გზის გასაგრძელებლად, რომლის მიმართაც ქართველმა ხალხმა გამოავლინა თავისი ღრმა ერთგულება. საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ამ რთულ გზაზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press