არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისთვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France info-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას - „ხელისუფლებაში მყოფ პარტიას, ,,ქართულ ოცნებას“ ძალიან ორაზროვანი კავშირი აქვს მოსკოვთან. ის ბრალს სდებს ევროპას, რომ თითქოს მას სურს საქართველოს ომში ჩათრევა. თქვენთვის მომავალი საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება?“ - პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
„გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ კოშმარია“, - განაცხადა პრეზიდენტმა France info-სთან ინტერვიუში, რომლის ქართულ თარგმანსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press