ბატონი ალეკო ელისაშვილის შემთხვევაზე მინდა ვთქვა - ძალიან ვწუხვარ, ძალიან ცუდია, რომ ეს მოხდა,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
როგორც გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ, აღნიშნა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
"კიდევ ვიძახი, გამოძიება დაწყებულია და მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, რომ ან ეს იყო, ან - ის, იმან გადაამეტა, ამან გადაამეტა. მერე მიკერძოებაში არ ჩამითვალოთ, რომ თქვენ ზეწოლას ახდენთ გამოძიებაზე, სასამართლოზე და ა.შ. დაველოდოთ. ამ კადრებში, კარგად ჩანდა, ნათლად ჩანდა, რა ხდებოდა რეალურად. გადაღებულია თითქმის მთელი პროცესი - ვინ ძალადობდა, ვინ დაიწყო. ბევრი იყო იქ ოპოზიციიდან, მე ყველაზე არ ვიძახი, რომ ძალადობდა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები, ნომალურად იდგნენ და განაცხადებას აკეთებდნენ, მაგრამ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ძალადობდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. ძალიან ვწუხვარ კიდევ ერთხელ, ძალიან ცუდი ფაქტია, რაც მოხდა, თუმცა რა მოხდა რეალურად, დაველოდოთ გამოძიებას",- თქვა გომელაურმა.
შეგახსენებთ, "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.
ელისაშვილი დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშია დაბარებული.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press