კორუმპირებული ხართ, ბატონო ვახტანგ, სათამაშო ბიზნესში, სამშენებლო ბიზნესში გაქვთ წილი. ვარკეთილში ცხოვრობდით, თქვენ ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ, ისევე, როგორც ყოფილი პრემიერ მინისტრი, რომელიც ნასესხები 1 000 დოლარით წავიდა საზღვარგარეთ და ახლა იძახის მილიონერი მამა მყავსო,- ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც ხაბეიშვილმა სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენა მინიდინარეობდა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გომელაური "მატყუარა, აფერისტობაში გაწაფულ ხელისუფლებას წარმოადგენს".
"დღეს ბატონი გომელაური წარმოადგენს მატყუარა, აფერისტობაში გაწაფულ ხელისუფლებას. თუ არ ხარ გაქნილი თაღლითი, მატყუარა, რომელსაც შეგიძლია, რომ ადამიანებს პირობა მისცე, მერე გადააგდო, მოატყუო, ამ შემთხვევაში თქვენ ვერ მოხვდებით ხელისუფლებაში. შესაბამისად, წარმოადგენთ მატყუარა აფერისტების ხელისუფლებას, რომელმაც რუსული კანონის შემთხვევაშიც მოატყუა ხალხი.
მამუკა მდინარაძე გამოვიდა და თქვა, რომ უპირობოდ გაიტანდა ამ კანონს და შემდეგ მოტყუებით, როგორც სჩვევიათ ხოლმე, ხელმეორედ შემოიტანეს ეს კანონი. თუ არ შეგიძლიათ ტალახის მაწვნად წარმოჩენა, ვერ იქნებით ხელისუფლებაში. გომელაურს ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება და არის კიდეც თაღლითების, აფერისტების, მატყუარების, კორუმპირებულების მთავრობის წარმომადგენელი...
ბატონო მინისტრო, თქვენმა პირადმა მოადგილემ, მაღალ თანამდებობაზე იყო, მიუწვდებოდა ხელი ყველა ინფორმაციაზე, მან თქვა ასეთი რამე, რომ თქვენ რუს გენერლებს ბორტნიკოვს, სედოვს, ბესედას მცხეთაში უმასპინძლეთ. თქვენმა მეგობარმა, ძმაკაცმა, მოადგილემ, "ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა, მარტო თქვენთან რომ ჰქონდა კავშირი მთელი ცხოვრება და არაფერთან სხვასთან, მან თქვა. სად არის ბესედზე, სედოვზე ინფორმაცია? გამოძიება დაიწყეთ? შეიძლება რომ მოადგილემ გამხილოთ და ისევ თანამდებობაზე ხართ, დროებით მაინც გადამდგარიყავით. საზოგადოებას არ უკვირს, რატომ იცავთ რუსულ კანონს, როდესაც სედოვს, ბესედას ხვდებით მცხეთაში ხაჭაპურებს აჭმევთ და ელარჯს უწელავთ.
უცხო ქვეყნის აგენტზე საუბრობთ და ივანიშვილზე უფრო მეტი აგენტი ვინ არის? სად იშოვა ივანიშვილმა ფული? სად იშოვა მილიარდები და საიდან წამოიღო თავისი კაპიტალი? ვინმემ ხელი აწიეთ და თქვით, რომ ეს არის დასავლური ფული. მოსკოვიდან ხომ არ წამოიღო ის ფული? რუსეთის ინტერესებს ხომ არ ატარებს? მაგ მილიარდებით თქვენ ხომ არ გკვებავთ? როცა ვიღაცის აგენტად მონათვლა გსურთ, ბიძინაზე მეტი აგენტი ვინ შეიძლება იყოს? მითხარით, საქართველოში მეორე ვინაა ისეთი, ვინც რუსეთიდან მილიონები წამოიღო და შემდეგ პოლიტიკურ ცხოვრებაში ერევა და მეტიც, ხელისუფლებას მართავს და ვისაც რა უნდა, იმას აკეთებინებს. გამოძიება თუ დაიწყეთ რუს ოლიგარქს, ევტუშენკოვს რომ ელაპარაკებოდა? თქვენ მისი პირადი მცველი იყავით და ახლა იგივეს აკეთებთ. მთელმა მსოფლიომ ნახა ეს კადრები, ავთენტურობაც არ დაგიყენებიათ ეჭვქვეშ.
კორუმპირებული ხართ ბატონო ვახტანგ, სათამაშო ბიზნესში, სამშენებლო ბიზნესში გაქვთ წილი. ვარკეთილში ცხოვრობდით, თქვენ ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ, ისევე როგორც ყოფილი პრემიერ მინისტრი, რომელიც ნასესხები 1000 დოლარით წავიდა საზღვარგარეთ და ახლა იძახის მილიონერი მამა მყავსო",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press