საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ ბევრად უფრო რბილია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთსა და პოლონეთში, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
როგორც ლავროვმა აღნიშნა, კანონპროექტის წინააღმდეგ "დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს".
"საქართველოში ახლა დემონსტრაციები მიდის და იქ სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ურბილესია. აშშ-ში, საფრანგეთში, პოლონეთში, ბევრ სხვა ქვეყანაში გათვალისწინებულია ჯარიმები, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ შენ მიიღე ფული, ამის შესახებ არაფერს ამბობ და რაღაცა ცუდს აკეთებ. საქართველოში კი უბრალოდ დაფინანსების 20%-ზე მეტს თუ უცხოეთიდან იღებს ორგანიზაცია, ამის შესახებ დეკლარაცია უნდა შეავსოს", - განაცხადა ლავროვმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press