უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც უკრაინის დასაცავად იბრძვის.
"ეს ომი შავ-თეთრია, მასში ნახევარტონები არ არის, ყველაფერი აშკარაა. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ. ჩვენ ვიცავთ ადამიანების სიცოცხლეს. ჩვენ ვაჩერებთ ოკუპანტს, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ნგრევა და ძალადობა, მხოლოდ ბოროტება.
ჩვენ უნდა შევაჩეროთ ბოროტება. ჩვენ უნდა გავანადგუროთ რუსი ოკუპანტი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის, ადამიანის სიცოცხლისთვის", - წერს ზელენსკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press