ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინა-ნატოს საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო და განუცხადა, რომ უკრაინას კრიტიკულად ესაჭიროება საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები.
"ნატოს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ და უზრუნველყონ შემდგომი სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემები. ნატომ გამოავლინა არსებული შესაძლებლობები ალიანსის მასშტაბით. არის სისტემები, რომლებიც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს უკრაინისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press