ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის შესახებ კანონპროექტის მიღებას ეხმაურება.
როგორც მეცოლა სოციალურ ქსელში წერს, მშვიდობისკენ გზა უკრაინელი ხალხის დახმარებაზე გადის.
"ევროპარლამენტის სახელით მივესალმები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დღევანდელ კენჭისყრას, რომელიც გადამწყვეტ მხარდაჭერას უწევს უკრაინას.
ერთადერთი გზა მშვიდობისკენ არის უკრაინელი ხალხის დახმარება თავის დაცვაში. ჩვენ ერთიანი ვართ თავისუფლებისთვის, აგრესიის წინააღმდეგ",- წერს მეცოლა X-ზე.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფას მხარი დაუჭირა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press