Foto

29 აპრილს ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ხალხით - მელია

პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია "ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილისთვის დაანონსებულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, „29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს“.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „წარსულისა და მომავლის ჭიდილში, წარსულს არასოდეს გაუმარჯვია, შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია“.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება, დღეს, 22 აპრილს გაავრცელა.