საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, აქციაზე დასწრება თავად ივანიშვილის სურვილია.
"ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება - ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას. ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს მართლა - ხალხო, ჩაატარეთ აქცია, რომ ვაჩვენოთ, რამდენი ვართ ჩვენ, რა შეგვიძლია. ამას გვეხვეწებიან ამ დღეების განმავლობაში. ეს კონტრაქცია კი არ არის, ეს არის აქცია, რომელიც ორგანიზდება ჩვენ მიერ და ვისაც სურვილი აქვს, მოვა და დააფიქსირებს, რომ გამჭვირვალობას რუსული კი არ ჰქვია, გამჭვირვალობა ჰქვია",- ამბობს მდინარაძე.
ცნობისთვის, დღეს, 22 აპრილს "ქართულმა ოცნება" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press